რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

Tbilisi Daily

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ახლობლებს იმედი ქონდათ, რომ გირაოს სანაცვლოდ ისინი გათავისუფლდებოდნენ. სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რეზო წულუკიძემ სიტყვა წარმოთქვა. "ციხეში გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით" - თქვა დაკავებულმა. ბრალდებულმა შემთხვევის დღე გაიხსენა. ამბობს, რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა კრიმინალები "მიუსიეს". "ჩემს ინტერესებშია სიმართლე დადგინდეს, არ გავურბივარ პასუხიმგებლობას. როგორც არის ისე მინდა გაიგოთ ყველაფერი. ჩვენ წესიერი, ჩამოყალიბებული კაცები ვართ. არ ვარ ხულიგანი. გვიცნობს ბევრი და პატივს გვცემს, ჩვენც ვცემთ მათ პატივს, ნახეთ აქციებიც - ყველამ იცის როგორი ბიჭები ვართ. უსამართლობაა, როცა გრუჩიტელის ხმაურის გამო 5 ადამიანი აღმოვჩნდით ციხეში. გაითვალისწინეთ ჩვენი ოჯახური პირობები, მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ქირით ვცხოვრობთ, ერთ თვეში შვილს ველოდები. ამის გარდა ციხეში გაუსაძლისი პირობები გვაქვს. გუშინ მივიღე პლასტიკური ბარათი, არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი. ღირებულებებით ვცხოვრობთ, მოწმუნე ადამიანები ვართ. რა ხულიგნობა?! ვემიჯნებით კრიმინალს, ყველანაირ ძალადობას. მოსამართლევ, გვიცნობ თქვენ, გქონიათ შეხება წინა საქმიდან. ასე გავიზარდე მე, არასდროს არავინ დამიმცირებია მე და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, თავისა და მეგობრის დაცვის გამო მქონია პრობლემა,"- განაცხადა რეზო წულუკიძემ. ელდარ ანთაძის ადვოკატი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაზიანებები აქვს ფეხის არეში. მისივე თქმით, ორივე დაკავებული საკანში მარტო იმყოფება - მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.