"ახლა მთავარია როგორმე შევაკავოთ ინფექცია" - რა შემთხვევაში შეიძლება უმკურნალონ შინ კოვიდპაციენტებს?

Tbilisi Daily

ბოლო დღე­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად covid-19 -ის ან­ტირ­ე­კორ­დი მყარ­დე­ბა - გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რად ასს აჭარ­ბებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. მე­დი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა თუ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს მკურ­ნა­ლო­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ სცე­ნარ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მარი­ნა ენ­დე­ლა­ძეს ესა­უბ­რა. - იძ­ლე­ვა თუ არა გან­გა­შის სა­ფუძ­ველს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა? - პა­ნი­კა ზო­გა­დად კარ­გი არ არის, მა­რამ შიში კი ნამ­დვი­ლად უნდა გვქონ­დეს - ეს რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­გან­გა­შო არ არის, თუმ­ცა საფრ­თხი­ლოა და სა­ში­შიც. ყო­ველ­ღი­უ­რად ან­ტირ­ე­კორ­დი ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის არ არის უბ­რა­ლო რამ. ჩვენ ასეთ მზარდ სტა­ტის­ტი­კას უფრო ზამ­თრის­თვის ვე­ლო­დით, ცოტა ადრე და­ი­წყო მა­ტე­ბა. შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, როცა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, მერე უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი და გრი­პის ვირუ­სი ერ­თდრო­უ­ლად შეხ­ვდეს ადა­მი­ანს, რაც კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. ამი­ტომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა. ახლა ერთი რა­მე­ზე უნდა ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი - რო­გორ­მე შე­ვა­კა­ვოთ ინ­ფექ­ცია.- რა­ტომ და­ი­წყო შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მა­ტე­ბა იმა­ზე ადრე, ვიდ­რე ელო­დით? - ეს ერ­თის მხრივ იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მი­დის და­ტესტვა და მა­სი­ურ და­ტესტვა­ში ბევ­რი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რაც კარ­გია. თუ მაქ­სი­მა­ლუ­რად არ გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, შე­კა­ვე­ბა გახ­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, შემ­თხვე­ვე­ბის ასე­თი მა­ტე­ბა წლე­ვან­დელ ზა­ფხულს უკავ­შირ­დე­ბა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვერ­სად სხვა­გან ვერ წა­ვი­და და აქ­ტი­უ­რად ის­ვე­ნებ­დნენ ზღვა­ზე თუ მთა­ში. მეს­მის, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც უნდა დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რო­გორც ვი­ცით, სხვა და­მა­ტე­ბი­თი და მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე ჯერ არ არის ლა­პა­რა­კი, არა­ვის გვინ­და სახ­ლში ამო­კეტ­ვა. ამი­ტომ უნდა და­ვიც­ვათ მკაც­რად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, თუ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა სამ­ნიშ­ნა ციფ­რით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ. რამ­დე­ნად სა­რის­კოა შინ მკურ­ნა­ლო­ბა? ყო­ფი­ლა თუ არა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ პა­ცი­ენ­ტი უეც­რად დამ­ძი­მე­ბუ­ლა და იმის გამო, რომ სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დამ­დგა­რა? - ვხვდე­ბი რო­მელ შემ­თხვე­ვა­ზეც მე­სა­უბ­რე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ეს (კა­ლათ­ბურ­თელ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის დედა - ავტ.) , თუმ­ცა არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. ის პა­ცი­ენ­ტი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და შინ მკურ­ნა­ლო­ბას, რად­გან ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჩვენ გა­ვე­ცით რე­კო­მენ­და­ცია, რომ კლი­ნი­კა­ში ემ­კურ­ნა­ლა, მაგ­რამ მან არაფ­რით ისურ­ვა ეს. რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა, სა­ნამ­დეც აუვა ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ამას, თუმ­ცა შინ მკურ­ნა­ლო­ბა არ არის ასე პირ­და­პირ საფრ­თხის შემ­ცვე­ლი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, დამ­ძიმ­დე­ბა თუ არა პერ­სპექ­ტი­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი და თუ ვნა­ხავთ, რომ დამ­ძი­მე­ბა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გავ­ცემთ სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას. - რა გაძ­ლევთ იმის პროგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველს, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა უეც­რად არ დამ­ძიმ­დეს? რამ­დე­ნად უტყუ­ა­რია პრაქ­ტი­კით ასე­თი პროგ­ნო­ზი? - 100 % - იანი სი­ზუს­ტე მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­ხვე­ვა­ში ასე­თი პროგ­ნო­ზის შე­უმცდა­რად გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. თუ კო­რო­ნა­ვირუსს თან ახ­ლავს მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, დიდი შან­სია, რომ პა­ცი­ენ­ტი უეც­რად დამ­ძიმ­დეს, ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას არ გავ­ცემთ. ასე­ვე, სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბას მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ბავ­შვე­ბი და 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი. მაგ­რამ ჯერ სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა მა­ინც ნა­ად­რე­ვი მგო­ნია. ჯერ ჩვენ ვუმკლავ­დე­ბით ჰოს­პი­ტა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას, თუმ­ცა თუ ასე გაგ­რძლე­და, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, მა­შინ პა­ცი­ენ­ტებს მო­უ­წევთ შინ მკურ­ნა­ლო­ბა. აქამ­დე რომ არ მი­ვი­დეს საქ­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისევ და ისევ და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე სწო­რად, ისე რომ ცხვირ-პირი იყოს და­ფა­რუ­ლი. ვცვა­ლოთ ის ხშირ-ხში­რად და და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია.