ხოფის ბაზრობა დაიკეტა, დასაქმებულთა ნაწილს ტესტირება უტარდება
Pirveliradio Ge
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა. დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან, 3 სწორედ ხოფის ბაზრობას უკავშირდება.
ბაზრობაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული, მოიჯარეთა ნაწილს ეტაპობრივად ტესტირება ჩაუტარდებათ.
"ვუტარებთ PCR ტესტირებას იმ მოიჯარეებს, რომლებიც იმ მაღაზიასთან ახლო მეზობლები იყვნენ. დანარჩენ მოიჯარეებს თხოვნით მივმართეთ, რომ წასულიყვნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე აეღოთ ეს ტესტი. ვთქვით, რომ ფიზიკურად ყველას დღეს ვერ ავუღებდით ტესტს. პასუხები, სავარაუდოდ დღეს იქნება", - ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.