სასწავლო პროცესი ხვალიდან 70 პროფესიულ კოლეჯში განახლდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ორშაბათიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება. ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას ხვალიდან დაიწყებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი სასწავლებლებს ეწვია და არსებულ სიტუაციას გაეცნო