საბერძნეთში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ქარიშხალმა დატბორა ქუჩები და სახლები. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი ფარსალას მახლობლად მდებარე სოფელში, დატბორილ სახლში იპოვნეს. პოლიციის განცხადებით, ორ ადამიანს კვლავ ეძებდნენ. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს კარდიცაში მდებარე საავადმყოფოსთან მიაკვლიეს.
იონის კუნძულებსა და დასავლეთ პელოპონესზე ქარიშხალმა "იანოსმა" ამოძირკვა ხეები, რამაც ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.
შაბათს ქარიშხალმა უფრო დიდ რეგიონს, ატიკას მიაღწია. ამ დროისთვის რეგიონში გამოწვეული შესაძლო ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.