ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს. მისი თქმით, სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები. მისი თქმით, ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული თავად მისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელების პერსპექტივაც: „თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0,1%-იც კი არ იქნება, "ქართული ოცნება" გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. https://www.radiotavisupleba.ge/a/30991876.html #ახალი_ამბები #twitter