ქარტია "ბათუმელებში" გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეთიკის პრინციპი არ დარღვეულა
Batumi Daily
30 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა საქმე, სადაც ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი უჩიოდა "ბათუმელების" ჟურნალისტ ნანა კვაჭაძეს. ბოლქვაძეს მიაჩნდა, რომ "ბათუმელების" მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ ქარტიის 4 პრინციპი (1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11) დაარღვია. თუმცა, როგორც ქარტიამ გამოავლინა, კვაჭაძეს არცერთი პრინციპი არ დაურღვევია.
სტატიას სათაურით "მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის" ბოლქვაძე ედავებოდა, რადგან "ბათუმელების" ჟურნალისტმა დააკონკრეტა, რომ ფრაზა თითქოს მალხაზ რეხვიაშვილი "დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის" გაათავისუფლეს, მაწუეყბლის ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი მოსაზრება და არა ფაქტი იყო. მაუწყებელი რეხვიაშვილის გათავისუფლებას ისე აშუქებდა, თითქოს მის მიერ ცილისწამება დამტკიცებული მოვლენა ყოფილიყო და არა ერთი ჟურნალისტის - ემზარ პაქსაძის ფაქტად გამოტანილი მოსაზრება.
"ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ნანა კვაჭაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი როცა მან ფრაზის „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ ავტორად ემზარ პაქსაძე მოიხსენია.
განმცხადებლის აზრით, ჟურნალისტი ვალდებული იყო გაევრცელებინა არა მხოლოდ ის ფაქტი რომ მალხაზ რეხვიაშვილმა მიმართა ქარტიას, არამედ ფირუზ ბოლქვაძის შეპასუხებაც. ქარტიის საბჭო განმცხადებლის ვერც ამ პოზიციას გაიზიარებს" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ქარტია აჭარის_ტელევიზია ბათუმელები
batumidaily