ვერ გადმოვასვენებთ ცხედარს, ყინული არ გვაქვსო - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

Pirveliradio Ge

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ოჯახს სახლში ვერ ატანენ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ყინული არ აქვთ - ამ ინფორმაციას „მთავარს“ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აწვდის. „ძაან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ იმას ვიზამთო და თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით... მერე ირბინეს ბიჭებმა და... ყინული ნაშოვნია, დილით ადრე უნდა ისა ვქნათ", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.