მირიან ნიკოლაძე - საქმეზე დაკავებულ ყველა არასრულწლოვნს ბრალი 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს

Tbilisi Daily

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას არ ელის. ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა არასრულწლოვნს 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი) უნდა წარედგინოს ბრალი. „მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ იხილება აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველა არასრულწლოვნს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს ბრალი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.