ამირან გამყრელიძე - 10 ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია

Tbilisi Daily

"საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლები საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ. "ექვსი გახლავთ ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები, რომლებიც ყველა იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო ოთხი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლებიც იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეებში. სატვირთო ავტომანქანის მძღოლებიდან ორი არის საქართველოს მოქალაქე, ორი კი უცხო ქვეყნის. რაც შეეხება გუშინ დადასტურებული რვა შემთხვევიდან ორ პირს, მათი ინფიცირების პირველწყაროს მოსაძიებლად ეპიდკვლევა გრძელდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.