ბათუმის უწყვეტ აქციაზე აშშ - სა და ევროკავშირის დროშები აღმართეს
Batumi Daily
აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ფორმით მოქალაქეები დასავლელი პარტნიორების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.
"ვინც ყველაზე მეტად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და უკეთესი იყოს, არიან, აშშ და ევროკავშირი, სწორედ ამიტომ, დღეს მათი დროშები აღვმართეთ თავისუფლების კვარტალში. ეს ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და იყოს პოლიტიკური სტაბილურობა" - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციები 36-ე დღეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ცნობით, უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში