დონალდ ტრამპი პანდემიის განმავლობაში ნიღბით პირველად გამოჩნდა

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანდემიის განმავლობაში ნიღბით პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, – ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. მედიის ცნობით, ტრამპმა ნიღაბი ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო-სამედიცინო ცენტრის დათვალიერების დროს გაიკეთა. „არასდროს ვყოფილვარ ნიღბის წინააღმდეგი, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ნიღბის ტარება საჭიროა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ.