დაყადაღებული სპორტული მოედანი რუისში

Tbilisi Daily

რუისის მოსახლეობა სოფლის სპორტული მოედნის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს. ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა სამინისტროს 13 მაისს მიმართა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10 858 კვ.მეტრი არასასოფლო მიწის უსასყიდლოს გადაცემა შესთავაზა. გასულ წელს ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიის გაყიდვის მცდელობა ჰქონდა,ქარელის მერიას შერჩეული ჰყავდა რუსული კომპანია,რომელსაც სპორტულ მოედანზე ავტომობილების ელექტრო დამტენები უნდა განეთავსებინათ. რუისელებმა კი ქარელის მეტიის გადაწყვეტილება ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. ამ დროისთვის ტერიტორიას ყადაღა ადევს. სპორტული მოედანი ავტობანის გვერდით მდებარეობს და რუისელები მისი პრივატიზაციის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესს ხედავენ. #news#რეგიონი#შიდაწართლი#ქარელი#რუისი#სპორტული მოედანი#ყადაღა#Tbilisi Daily#newsdaily