მანდატებზე უარს დაფინანსებაზე უარი მოჰყვება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები გაუუქმდება, ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება- შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის სახით უკვე შევიდა. პარტიები ვერც მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით ისარგებლებენ. კანონპროექტს დღეს არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.