Instagram-მა წლის ყველაზე პოპულარული პოსტები დაასახელა
Tbilisi Daily
სოციალურმა ქსელმა Instagram-მა 2020 წელს პლატფორმაზე გამოქვეყნებული ყველაზე პოპულარული ფოტოები დაასახელა.
ყველაზე ბევრი მოწონება პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ფოტომ დაიმსახურა, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა. პოსტს 19,7 მილიონი „ლაიქი“ აქვს.
მეორე ადგილზე მსახიობ ჩედვიკ ბოსმანის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტია, რომელსიც ბოსმანის გარდაცვალების შესახებ ეწერა. ამ პოსტმა 19,1 მოწონება დააგროვა.
მესამე ადგილზე კვლავ მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტოა, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გამოაქვეყნა (16,4 მოწონება).