ლონდონმა ორი ბელარუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხა მინსკიდან მისი დიპლომატების განდევნას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მან თავისი ქვეყნიდან გააძევა ორი ბელარუსი დიპლომატი მინსკის მიერ ბრიტანეთის საელჩოს ორი თანამშრომლის „დაუსაბუთებელი განდევნას“ პასუხად.
„ლუკაშენკას რეჟიმის მცდელობა დიდ ბრიტანეთს ვერ ააღებინებს ხელს, რომ ილაპარაკოს გაყალბებული არჩევნებისა და ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო ძალადობის შესახებ“, -დაწრა ტვიტერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ლიზა ტამვუდი და სამხედრო ატაშე ტიმოტი უაიტი.
მინსკის ვერსიით, ბრიტანელი დიპლომატები აგროვებდნენ ინფორმაციას ბელარუსში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციის და საპროტესტო აქციების შესახებ.
წინა დღით რააბმა ასევე ტვიტერზე დაწერა, რომ ლუკაშენკა საკუთარი ხალხის შევიწროებას ვერ დამალავს და ერთადერთი გზაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პასუხისმგებლობის დაკისრება მათზე, ვინც დემონსტრანტებზე ძალადობს.
დარბევების და დემონსტრანტების მასობრივად დაკავების მიუხედავად, ბელარუსში სამი თვეა გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ლუკაშენკას პრეზიდენტად არ ცნობენ და ხლისუფლებიდან მის წასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30940869.html
#ახალი_ამბები
#twitter