ზუგდიდში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია მინდინარეობს
Zugdidi Daily
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს, 27 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მიკედლებულ ცხოველებსაც (ძაღლი,კატა) უფასოდ აცრიან.
"28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამეგრელოს მასშტაბით დღეს ცხოველების აცრა შემდეგ მისამართებზე იქნება შესაძლებელი:
ზუგდიდი - კ. გამსახურდიას II შეს.N 4;
სენაკი - რუსთველის ქ. N235;
აბაშა - ჩიქოვანის ქ. N13;
მარტვილი - გახოკიძის N5;
ჩხოროწყუ - აღმაშენებლის ქ. N14;
ხობი - ც. დადიანის ქ. N185;
წალენჯიხა - გამსახურდიას ქ. N 9;
ფოთი - კოსტავას ქ. N 193;
მესტია - აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
________________
��თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.��Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: რადიო ათინათი
#ვაქცინაცია
#zugdididaily