არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს-ხუნდაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140154 ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს". ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან ისაუბრა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს-ხუნდაძე- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია "მთავართან". "ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ სტაბილურად და პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს. ამიტომ მთავარი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან", — თქვა ხუნდაძემ. ამასთან მანვე აღნიშნა, რომ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭო ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს და ახალი რეგულაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი.