თურნავა: "შტადლერი" დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ნათია თურნავას განცხადებით, „შტადლერი“ ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და მთელ რიგ ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე.
"ჩვენ დავარწმუნეთ "შტადლერი", რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის", - აცხადებს მინისტრი.
უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში შედგა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30765800.html
#ახალი_ამბები
#twitter