მესამე სექტორი თორნიკე რიჟვაძეს მოვალეობებს ახსენებენ

Tbilisi Daily

" მას, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მთავრობის თავმჯდომარეს აქვს პირდაპირი მოვალეობა დაიცვას რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლება და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებები, მიუხედავად განცხადების ადრესატის შეხედულებების განსხვავებულობისა"- ეს ამონარიდია საჯარო განცხადებიდან, რომელსაც ხელს აჭარაში მოქმედი საზოგადოებროვი ორგანიზაციები აწერენ. ისინი თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის მაუწყებელთან მოშიმშილე აქტივისტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ალექსანდრე მილორავა "წონაში დასაკლებად შიმშილობს". საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატივი სცეს რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უფლებას, ღირსებას, იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი ნორმებით და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური პრინციპებით.