ვინ იმსახურებს თქვენს ხმას ?

Tbilisi Daily

საქართველოში, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რაც მთლიანად შეცვლის ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს, რადგან პარლამენტში გამოჩნდებიან ახალი სუბიექტები, პარტიები და კოალიციები, ამას გარდა, ახალი საარჩევნო სისტემის გამო, რომელიც შერეული პრინციპით (120 პროპორციული ხოლო 30 მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატები), შეიცვლება პარტიათა განლაგების სტრუქტურა. მცირე პარტიებს საშუალება მიეცემათ საკუთარი პოზიციები პარლამენტში განამტკიცონ. საარჩევნო გარემო და პრესაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბულია, რადგან საქართველოში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სწორედ პარლამენტი აყალიბებს, შესაბამისად, არჩევნების შემდეგ, ჩვენ შესაძლოა სრულიად სხვა მინისტრთა კაბინეტი ვიხილოთ. ახლა, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანიები, საინტერესოა, ვის მეტ ნდობას უცხადებს საზოგადოება ? ქართული ოცნება ეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას მიჰყვება. საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, ამ ხელისუფლების მთავარ მიღწევად ითვლება მეტად ლმობიერი გარემო საზოგადოების მიმართ და კორონავირუსის პერიოდში სწორი მენეჯმენტი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არ დაიშალა. ამჟამად, სხვა პარტიებთან ერთად, მათ შექმნეს გაერთიანება "ძალა ერთობაშია" და ოლქებზე საერთო კანდიდატებს ასახელებენ. პარტია მემარჯვენე იდეებს პოზიციონირებს. ამჟამად, მათ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს, თავის მხრივ, ექს პრეზიდენტი, ვიდეო მიმართვის დასასრულს ამბობს "მე ვბრუნდები". ევროპული საქართველო 2016 წელს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რამოდენიმე ლიდერი გამოეყო, რის შემდეგაც მათ ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი პარტია, ევროპული საქართველო, რომელიც მემარჯენე იდეებს პოზიციონირებს. მათი პოლიტიკური ლიდერები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმართავდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ესენი არიან, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და სხვა. ახალი საქართველო "სტრატეგია აღმაშენებელი" 2016 წელს, ბოკერია, უგულავა, ბაქრაძესთან ერთად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო გიორგი ვაშაძეც. მან შექმნა პარტია "ახალი საქართველო", თუმცა არჩევნებზე, ევროპული საქართველოსგან განსხვავებით, ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები, იმისათვის, რომ პარლამენტში შესულიყო. ამის შემდეგ, იგი გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა კონფლიქტის გამო, მან დატოვა ადგილი და შექმნა "სტრატეგია აღმაშენებელი". თვითონ გიორგი ვაშაძე მემარჯვენე იდეებს პოზიციონირებს, პარტიამ, სწორედ ის დაასახელა პრემიერ მინისტრობის კანდიდატად. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯბოქსი გახლავთ "დავამარცხოთ სიღარიბე". გირჩი გირჩი არის ახლად შექმნილი პარტია, რომელიც კანდიდატებს კრიპტოვალუტით არჩევს. ეს არის მემარჯვენე პარტია, რომელიც საზოგადოებას თავისუფლებას და მეტ გულწრფელობას პირდება. გირჩი საზოგადოებაში ეპატაჟური ქმედებებით გახდა ცნობილი, ასეთია "ბიბლიური თავისუფლება", "შმაქსი" და ა.შ. #პოლიტიკა #არჩევნები #პარტიები #Tbilisidaily