12:00 საათამდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
,,ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31089097.html
#ახალი_ამბები
#twitter