ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში-არიან დაშავებულები
Tbilisi Daily
ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თქვეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი კლინიკა „ბრაზერში“. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება.
ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.
#ახალიამბები