რუსეთის წამყვანი ჟურნალისტები მხარდაჭერას უცხადებენ "ტერორიზმის გამართლებაში" ბრალდებულ კოლეგას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთში 30-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გაავრცელა მხარდამჭერი განცხაებები კოლეგის, ქალაქ ფსკოვში მცხოვრები სვეტლანა პროკოფიევას შესახებ, რომელსაც შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება "ტერორიზმის გამართლების" ბრალდებით.  განცხადებები 4 ივლისს გამოაქვეყნა ინტერნეტ-გამოცემა Kholod-მა. "მიუღებელია ჟურნალისტების დევნა იმიტომ, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ" - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ირინა მალკოვა და დასძენს: "მიუღებელია მათთვის ნარკოტიკების ჩადება, ხელის მოტეხვა, ან ციხეში ჩასმა მათი სიტყვების თუ მოსაზრებების გამო".  პროკოფიევას, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ფრილანსერიც არის, ბრალი ედება მის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელშიც ის ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისის აფეთქების შესახებ. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელი - თინეიჯერი, რომელიც აფეთქებას ემსხვერპლა - მანამდე სოციალური მედიით აქვეყნებდა განცხადებებს და ეფესბეს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. პროკოფიევა წერდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში პოლიტიკური აქტივიზმი მკაცრად შეზღუდულია და ეს ზოგიერთ ადამიანს სასოწარკვეთაში აგდებს.  3 ივლისს ამ საქმის პროკურორებმა სასამართლოს სთხოვეს პროკოფიევას ექვსი წლით მიუსაჯოს პატიმრობა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30706976.html #ახალი_ამბები #twitter