ტექდათვალიერების გასავლელად რიგებია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დილიდან რიგებია ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებთან. მოქალაქეებს ავტომობილებისთვის ტესტირების ჩასატარებლად ლოდინი საათობით უწევთ. მძღოლების თქმით, ამ დრომდე ქუჩებში განთავსებული სათვალთვალო კამერები გამორთული იყო, რის გამოც კანონდარღვევა არ ფიქსირდებოდა. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილი გუშინ დილიდან, მას შემდეგ რაც კამერები ჩაირთო დაჯარიმდა.