საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 6122 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 469 შემთხვევა.
18 იანვართან შედარებით, 19 იანვარს გაკეთდა 11 ათასით ნაკლები ტესტი, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება ნათლისღების უქმე დღეს. შემცირებულმა ტესტირებამ წინა დღეზე 1081-ით ნაკლები შემთხვევა გამოავლინა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1792-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 249 934 შემთხვევა. მათგან 236 922 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია ადამიანი 2987.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:
1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;
2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;
3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;
4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;
5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;
6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;
7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;
8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;
9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;
10 იანვარი - ახალი შეთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;
11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23;
12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24;
13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26;
14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21;
15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26;
16 იანვარი - ახალი შემთხვევა 1236 (ტესტი 15152). გარდაცვლილი 23;
17 იანვარი - ახალი შემთხვევა 780 (ტესტი 9083). გარდაცვლილი 17;
18 იანვარი - ახალი შემთხვევა 110 (ტესტი 4964). გარდაცვლილი 25;
19 იანვარი - ახალი შემთხვევა 1550 (ტესტი 17398). გარდაცვლილი 15;
20 იანვარი - ახალი შემთხვევა 469 (ტესტი 6122). გარდაცვლილი 14.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31053287.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები