"მკლავდნენ ბიჭო, ბიტებს გვირტყამდნენ თავში"-შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

Tbilisi Daily

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები, facebook მიმოწერა, ჩნდება. ტრაგედიის ღამეს გიორგი ქათამაძე მეგობარს წერს, სადაც დაპირისპირების ამბავს უყვება. გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ მათ ხელკეტებს ურტყამდნენ. „ ტანზე არაფერი მჭირს. ცხვირი გამიტყდა. ერთი ნაკერი, წარბზე ნაკერები, ყურს უკან ნაკერები თვალი როგორ გადარჩა?! ის შენი ახლობელი სად არის? ამდენხანს რომ არ გამოჩნდა? მინდორში ვეძებეთ, ბიჭო ხო არ დაბრიდესთქო. ისე მაგარი ნაცემია, მაგრამ სახეზე არა. ფეხში ოდნავ დაჭრილია გასმული აქვს, ჯინსი შემოეხა. პირდაპირ ბიტებს თავში გვირტყამდნენ. თან ბიჭო,ორი, ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა, პროსტა ჩვენთან აღმოჩნდა გაიქცნენ. გაგდებული ჰყავდა კოკა და შევვარდი წავიდნენ, დაბრუნდნენ და გავექეცით რომ დავეჭირეთ მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსო“- წერია facebook მიმოწერაში. შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.