18 მილიონიანი სასახლე 12 აბაზანით ბევერლი ჰილსში

Tbilisi Daily

მე­გან მარ­კლი თა­ვის ქმარ­თან, ყო­ფილ პრინცთან, ჰა­რის­თან და შვილ­თან, არ­ჩის­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. აქამ­დე უც­ნო­ბი იყო კონ­კრე­ტუ­ლად სად ცხოვ­რობ­და წყვი­ლი. ახლა კი, "დე­ი­ლი მე­ი­ლი" ავ­რცე­ლებს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ჰარი და მე­გა­ნი ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ბე­ვერ­ლი ჰილსში, ულტრა მდიდ­რულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 18 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­სახ­ლე ჰო­ლი­ვუ­დელ მაგ­ნატს, ტა­ი­ლერ პე­რის ეკუთ­ვნის. ვი­ლას 12 სა­ა­ბა­ზა­ნო აქვს, გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ულა­მა­ზე­სი ბა­ღით, სა­ი­და­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხედი იშ­ლე­ბა. სა­სახ­ლეს ჰყავს დაც­ვაც. უც­ნო­ბია, ჰა­რიმ და მე­გან­მა სა­სახ­ლე იქი­რა­ვეს, თუ იქ სტუმ­რის სტა­ტუ­სით რჩე­ბი­ან, მაგ­რამ სა­სახ­ლის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წე­რენ, რომ ყო­ფილ პრინცს ის არ უყი­დია. წყვი­ლი პე­რის­თან ერ­თად სა­ჯა­როდ არა­ვის უნა­ხავს, მაგ­რამ ფიქ­რო­ბენ, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან, ოპრა უინფრის­თან გა­იც­ნეს. ჰარი და მე­გა­ნი კა­ნა­დი­დან ლოს ან­ჯე­ლეს­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად კა­მე­რებ­მა მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებს საკ­ვებს ური­გებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­რიმ და მე­გან­მა 2020 წლის და­სა­წყის­ში გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ისი­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარს ამ­ბობ­დნენ და სურ­დათ ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ. წყვილ­მა უარი თქვა ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას სტა­ტუს­ზეც. ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ჯერ კა­ნა­და­ში, ვან­კუ­ვერ­ში გა­და­ვიდ­ნენ, ხოლო შემ­დეგ აშშ-ში, ლოს ან­ჯე­ლეს­ში და­სახ­ლდნენ. წყარო: https://www.dailymail.co.uk/news/article-8297083/Meghan-Harry-living-Tyler-Perrys-18-million-hilltop-mansion-Beverly-Hills.html