გორში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

Gori Daily

გორში, სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. საბედნიეროდ ამის საშუალება მას გამვლელებმა არ მისცეს და შედეგად მხოლოდ მაისური დაიწვა. როგორც ცნობილია, აღნიშნულის მიზეზი მძიმე სოციალური ფონია, არსებული ინფორმაციით, იგი ქსელურ მაღაზია "დეილის" თანამშრომელი იყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, იგი სამსახურიდან გამოუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით. #სუიციდი #უმუშევრობა #goridaily