კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სენსაციებით დაიწყო!
Alexander Sichinava
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველ ტურში, წინა სეზონის ჩემპიონმა და ვიცე ჩემპიონმა ქულები დაკარგეს.
მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" დებიუტანტ "თელავთან" მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა.
ვიცე ჩემპიონმა, ბათუმის "დინამომ" თბილისის ''მერანს'' უმასპინძლა და ეს მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგია.
ფაქტია, სეზონის სტარტზე ფავორიტები სასურველ სათამაშო ფორმაში არ არიან.
პირველი ტურის დარჩენილი სამი მატჩი პირველ მარტს გაიმართება. 15:00 საათზე ''საბურთალოსა'' და ''ჩიხურას'' დაპირისპირება დაიწყება.18:00 საათზე ქუთაისის ''ტორპედოსა'' და გორის ''დილას'' მატჩი აიღებს სტარტს.
სეზონის პირველი ტური ლევან კორღალიძის ''ლოკომოტივისა'' და კახა ჩხეტიანის ''სამტრედიის'' შეხვედრით დასრულდება. აღნიშნული თამაშის დაწყების დროდ 20:00 საათია მითითებული.
#sport
#erovnuliliga
#ეროვნულილიგა
#ქართულიფეხბურთი
#news