მთელ ქუთაისს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება

Kutaisi Daily

ბოლო რამდენიმე დღეა ქუთაისის მაცხოვრებლებს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განითარების ბანკის (ADB) მარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ kutaisidaily-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსი ლელა კიკალეიშვილი ესაუბრა. "რეზერვუარების მშენებლობა წარმატებით დასრულდა. გადართვამაც ხარვეზების გარეშე ჩაიარა და საბოლოოდ, პროექტი რამდენიმე დღის ამოქმედდა. , ქუთაისში მაცხოვრებელ 200 ათას ადამიანს წყალი 24-საათის განმავლობაში მიეწოდება", - ამბობს კიკალეიშვილი. #ქუთაისი #წყალი #გრაფიკი #წყალმომარაგება #kutaisidaily