ავღანეთში თავდასხმას სამი პოლიციელი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 3 პოლიციელი დაიღუპა და 18 დაშავდა.
თავდასხმა ყანდაღარის პროვინციაში პოლიციის შენობაზე მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი TOLO News ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.