აჭარაში მიმდინარე აქციებს შევაფასებდი როგორც უპასუხისმგებლობას - ამირან გამყრელიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისშეფასებით, ის რომ აჭარაში ეპიდვითარების მიუხედავად აქციები გრძელდება უპასუხისმგებლო საქციელია.
'ამ ყველაფერს შევაფასებდი როგორც უპასუხისმგებლობას.იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სულ ყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. ჩვენ სერიოზული პანდემიის წინაშე ვართ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. სერიოზული ზრდა გვაქვს ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთიის შემზღუდველი ღონისძიებებია რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და შესრულება მეორე. თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ გაითავისა, რომ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები რასაც გვეუბნებიან არაფერი გამოვა'-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.