60 მილიონი ინფიცირებული - Covid19- გავრცელების ტემპი იზრდება
Tbilisi Daily
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 60 მილიონს გადააჭარბა და 60 105 740 შეადგინა.
worldometers-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 41 553 773 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 414 868 კი, გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აშშ-ში ფიქსირდება, 12 955 007 დადასტურებული შემთხვევით.
ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ჯამში 9 222 216 შემთხვევაა გამოვლენილი. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს 6 121 449 დადასტურებული შემთხვევით.