21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის რეისზე ისტორიკოსი გიორგი კალანდია გიდი იქნება.

Zugdidi Daily

21 ივლისს თბილისი-ზუგდიდის რეისზე იმგზავრებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელიც მგზავრებს სამეგრელოში ახალი ტურისტული ადგილების შესახებ უამბობს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: “ძვირფასო მგზავრებო! 21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის რეისზე, თქვენთან ერთად, ჩვენი გზამკვლევი გიორგი კალანდია იმგზავრებს და სამეგრელოში ახალი ადგილების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ვეცდებით, მოგიყვეთ საინტერესო ამბები, სად მიყავხართ თბილისი-ზუგდიდის მატარებელს. ამ ფორმით საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის პროექტში ჩაერთვება. 21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. ჩვენი გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე – საინფორმაციო ვიდეორგოლს მოვამზადებთ. ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ.” #ზუგდიდი #თბილისი #ისტორიკოსი #გიდი #სამეგრელო #ტურისტულიადგილები #რკინიგზა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com