1 ივლისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
Tbilisi Daily
1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 26, 31 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა 23, 28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 26, 28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს.