ბილ გეითსის მამა  გარდაიცვალა

Tbilisi Daily

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლისა და ცნობილი ფილანტროპის ბილ გეითსის მამა უილიამ გეითსი 94 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ბილ გეითსმა საკუთარ ბლოგში დაწერა. „მამაჩემი იყო „ნამდვილი“ ბილ გეითსი. ის იყო ყველაფერი ჩემთვის. მამა იყო ადამიანი რომლად ქცევასაც ვცდილობ. ის ყოველდღე დამაკლდება“, - დაწერა გეიტსმა Twitter-ზე. My dad was the “real” Bill Gates. He was everything I try to be and I will miss him every day.https://t.co/OnAEsmosNb. ბილ გეითსის მამის გარდაცვალების მიზეზად ალცჰაიმერის დაავადება დასახელდა.