საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც მან თქვა, "რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს. მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ".
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეხვედრა მთავრობის სხდომის შემდეგ დაიწყება.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საკლასო ოთახებს არ დაბრუნებიან და ისევ დისტანციურად სწავლობენ დიდი ქალაქების საჯარო სკოლების მოსწავლეები. ამ რეჟიმის შეცვლა 1 ოქტომბრიდან იგეგმება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30855226.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)