ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს

Tbilisi Daily

„დემოკრატი“ ნენსი პელოსი აშშ-ის 117-ე მოწვევის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ნენსი პელოსის მხარი 216-მა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა დაუჭირა, ხუთმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა კი მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა ან თავი შეიკავა. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელ“ წევრებს, მათ მხარი „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, კევინ მაკარტის დაუჭირეს. ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად უკვე მეოთხედ აირჩიეს. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნების შედეგად, „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე მანდატი დაკარგეს, თუმცა უმრავლესობა შეინარჩუნეს.