ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება დღეიდან მხოლოდ მანქანით 06:00-დან 21:00 საათის პერიოდშია ნებადართული

Tbilisi Daily

ქვეყნაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, დღეიდან, საქართველოს ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება მხოლოდ მანქანით არის შესაძლებელი. მოძრაობა 06:00 საათიდან 21:00 საათის პერიოდშია ნებადართული. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე #კორონავირუსი #საქალაქთაშორისომიმოსვლა #შეზღუდვები #დარჩისახლში #tbilisidaily