ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში - ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდსიტუაციათუ გართულდა, ისევონლაინსწავლებისრეჟიმი შენარჩუნდება, რისი პრაქტიკაც ქვეყანას უკვე აქვს. ეკატერინე ტიკარაძისთქმით,თუდღეს არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება სასწავლო პროცესი აღდგება. „ეპიდსიტუაციათუ გართულდა, რა თქმა უნდა დავრჩებით ისევონლაინ სწავლებისრეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში თუეპიდსიტუაციაიქნება შენარჩუნებული ისე, როგორიც არის დღეს,აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ განიხილება სკოლებში სამდღიანი სწავლების მოდელი? მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსიგადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის და უწყების წარმომადგენლები სექტემბერს დაელოდებიან.