ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთი ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა El Pais იუწყება.
გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გუშინ 35 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს - ერთი. ამ დროისთვის, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 27 118 ადამიანს შეადგენს.
ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადახედავს მონაცემებს, რათა შეასწოროს სტატისტიკა - დუბლირებული ინფორმაციისა და გარდაცვალების დაუდასტურებელი შემთხვევები.
ბოლო ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში, 231 ახალი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 75 % კატალონიასა და მადრიდშია. მთლიანობაში, ესპანეთში 236 769 ადამიანი დაინფიცირდა.