რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11,493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 191 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 1,260,112 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 22,056 ადამიანი გარდაიცვალა. 1,002,329-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.