ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

On.ge

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს ნენსკრა ჰიდროსა და კორეული K-water-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე. #news #Coronavirus https://on.ge/story/54629-%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-covid-19-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90