იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 165 ადამიანი დაიღუპა

Tbilisi Daily

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 30 560-ს შეადგენს. იკლებს დაინფიცირების ახალი შემთხვევებიც, იტალიაში ბოლო დღე-ღამეში 802 ადამიანი დაინფიცირდა. მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსის დადასტურების პირველი დღიდან, დღემდე ინფექცია 219 070-ს დაუდგინდა. რაც შეეხება განკურნებულ პაციენტებს, კორონავირუსისგან იტალიაში განიკურნა 105 186 ადამიანი.