ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გლდანში დაკავებულია ხუთი ადამიანი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გლდანში, 73-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. მისი თქმით, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება და გამოძიება გაერკვევა ვითარებაში.
სირაძის განცხადებით, შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავა ხუთი პირი. მათ ედავებიან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.
როგორც ვაჟა სირაძე ამბობს, პოლიცია რეაგირებას მოახდენს დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტებზე.
ვაჟა სირაძე საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტს არ ადასტურებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30922835.html
#ახალი_ამბები
#twitter