ცხედრის დათვალიერების ოქმი – რა დაზიანებები აღწერა სასამართლო ექსპერტმა?
Tbilisi Daily
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, პირველადი დათვალიერების ოქმში დაწვრილებითაა ახსნილი, სად იპოვეს 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი და გარეგანი დაზიანებები.
ოქმის შემდგენლია დუშეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ და ოქმის შედგენას ხელს აწერს ექსპერტი და სამი მყვითავი.
გვამის აღმოჩენის ადგილი:
ოქმში წერია, რომ ცხედარი იყო ჩამხობილი წყალში და მას მხოლოდ ზურგი უჩანდა…
მას შემდეგ რაც მყვინთავებმა ცხედარი ამოასვენეს ნაპირზე, სასამართლო ექსპერტი გარეგან დაზიანებებს აღწერს, იწყებს ჩაცმულობით, აღწერს ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვს და ჯვარს, წერს რა მდგომარეობაში იყო მისი თვალი, პირი, ამოწმებს ენას, როგორც ოქმში წერია:
“გამოხატულია ე.წ. მრეცხავის ხელები და სიკვდილის წინდები, გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზედა კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობის ბადით, გვამური გაშეშება გამოხატულია… გვამს ქვედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნება მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. გვამს გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე მექანიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნება”.
პირველადი დათვალიერების ოქმს ექაკლუზიურად "ალია" აქვეყნებს.