საქართველოში ექიმების მხარდამჭერი „მადლიერების ტაში“ გაიმართება

Tbilisi Daily

18 მარტს 21:00 საათზე მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება. მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთსში. საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მათი თანამემამულეების ჯანმრთელობაზე. „ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. #კორონავირუსი #სამედიცინოპერსონალი #მადლიერებისტაში #საქართველო #თბილისი #tbilisidaily