სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

Zugdidi Daily

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის რეკორდულად დიდი, 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 49 218; გამოჯანმრთელებულია - 33 459 მათ შორის გარდაცვლილია - 401 კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 160 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 446 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 489, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამაბები #სამეგრელო #კორონავირუსი #zugdididaily