გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გორში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა, რომელიც ტირძნისში, 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. ​კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კლინიკაში გადაიყვანენ. „ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია. ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება.“- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში 170 პირია გადაყვანილი. 20 სექტემბერს საქართველოში დადასტურდა Covid-19-ის 196 ახალი შემთხვევა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30848237.html #ახალი_ამბები #twitter